Thursday, April 28, 2011

სისხლის სამართალი (NPLG)


სისხლის სამართლის წყაროები არცთუ იოლი ცენებაა. საზოგადოდ უნდა ითქვას რომ მას აქვს ორი ძირითადი წყრაო, ესენია: საკანონმდებლო და დოქტრინალური წყაროები. საკანონმდებლო წყარო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონები, როემლიც არეგულირებს სისხლსი სამართლის საკითეხებს. აქედან უმთავრესი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. სხვა საკანონმდებლო წყაროებად შეიძლება მივიჩნიოთ მაგალითად საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელნიც განსაზღვრავემ სისხლის სამართლის საკითხებს.
სისხლის სამართალი არ არის მხოლოდ, კოდექსი და საკანონმდებლო აქტების კრებული, იგი არის მთელი მეცნიერება, თეორიათა კრებული, რომელსაც აქვს თავის მიზანი, კვლევის საგანი, ფუნქციები და თავის მეთოდები. სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანესი წყაროა მეცნიერ-იურისტთა დისერტაციები, ნაშრომები და თეორიები, რომელნიც ატარებენ დოქტრინალურ ხასიათ, ანუ ისინი ვინმესთვის სავალდებულ ხასიათის არმქონეა

No comments:

Post a Comment